გამოჩენილი საფიჩხიელები

საფიჩხიაზე  ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი დაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეოდა. რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში.

       გიორგი  ევსევის ძე ნიკოლაძე 1930-2011 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფიჩხიაზე  ახლანდელი თბილისის ქუჩის N79 -ში იგი იყო ცნობილი ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. მისი ნამუშევრები კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ადგილზე დგას. ისინი  შეგვიძლია ვიხილოთ ქუთაისში, თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ასევე,  დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
    ხშირად  ეწყობოდა მოქანდაკის პერსონალური გამოფენები როგორც თბილისში, ასევე ქუთაისშიც.  მის შემოქმედებაში აღსანიშნავია დავით კდლიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ლადო მესხიშვილის, ლადო ასათიანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის (ვალერიან მიზანდართან ერთად), მეუღლის, ქალიშვილის პორტრეტები, სულიკო (ოთხფიგურიანი კომპოზიცია), რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დგას და ხალხი იცნობს „დები იშხნელენბის“ სახელწოდებით. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს „აფონია“.
    გიორგი ნიკოლაძის სახლში დაცულია მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილი: ქანდაკებები, ნახატები, პირადი არქივის დიდძალი ფოტომასალა.
   დღესდღეობით მოქანდაკის შემოქმედებას მისი მეუღლე, პროფესიით ექიმი ქალბატონი ნორა გაბრიაძე მზრუნველობს.





    











   დიმიტრი ნაზარიშვილი  იგი იყო ნამდვილი  მამულიშვილი, რომელიც ძალიან ჩუმად აკეთებდა საქვეყნო საქმეს, დღეს კი გვესაჭიროება შრომის გაწევა რადგან ახალგაზრდებს და არამარტო მათ  გავაგებიოთ დიმიტრი ნაზარიშვილის შესახებ, ძალიან ვიწრო წრემ იცის თუ რა საქმეს ემსახურებოდა დიმიტრი ნაზარიშვილი და რა დამსახურებები აქვს მას.
დიმიტრი იყო ნიკო ნიკოლაძის ახლო მეგობარი. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ, ასევე მეგობრობდნენ მათი შვილებიც. მის სახლში ინახებოდა წიგნი რომელშიც ილია ჭავჭავაძის,  აკაკი წერეთლის  და არამარტო მათი შთაბეჭდილებების შესახებ ეწერა და რომელიც დღესდღეობით დაკარგულია. დიმიტრი ნაზარიშვილის არქივს რომ ჩავხედოთ საოცარი მასალის ნახვა შეგვიძლია იგი ძალიან ბევრ დარგში ფიგურირებს. მას უკრაინელი მეუღლე ყავდა, მაგრამ მეუღლის ფიგურა დიდად არ არის გამოკვეთილი მის ცხოვრებაში. მას ცნობილი და ღვაწლმოსილი შვილები ჰყავდა. ჰყავდა 5 შვილი 3 ქალი და 2 ვაჟი.
თუ რაიმე შექმნილა ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში ყველაფერი განიხლებოდა ამ ოჯახში.  როდესაც 80-იან წლებში დადგინდა რომ აქ უნდა გახსნილიყო მუზეუმი, შეიქმნა შთაბეჭდილებათა წიგნი . გურამ დოჩანაშვილი პროფესიით არქეოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სახლში ცხოვრობდა სამსახურთან დაკავშირებით, მოცემულია მისი ჩანაწერი, ასევე არის დავით კლდიაშვილის ქალიშვილის ნინოსი, რომელიც წერს: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სტუმრად ვარ ამ ოჯახში, რომელიც ძალიან უყვარდა ჩემს მამას’’. ამ ოჯახის ძალიან ახლო მეგობარი იყო მხატვარი ელენე ახვლედიანი, სავარაუდოდ აუცილებლად იქნებოდა მისი რომელიმე ნამუშევარი ამ სახლში, მაგრამ როგორც ჩანს იგი დაკარგულია. დიმიტრის სახლში შენახულია ჭადრაკი რომელზეც თამაშობდნენ თვით  ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. 
სახლ-მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ხის ჯიშები.  ესენია:
 ფორჩუნის მარაოსებრი პალმა (ოჯახი Palmae- პალმისებრი სამშობლო ჩინეთი, იაპონია),
 ჩინეთის ვისტერია, გლიცინია (ოჯახი - პარკოსანნი ჩრდილო ჩინეთი და მონღოლეთი),
 ირმის რქა( ოჯახი - ცოცხმაგარასებრნი  სამშობლო ავსტრალია , აზია),
დიდყვავილა მაგნოლია (ოჯახი მაგნოლიასებრი სამშობლო ჩრდ. ამერიკა)
  მბრწყინავი კვიდო( ოჯახი ზეთისხილისებრნი სამშობლო ევროპა),
მარადნწვანე კვიპაროზი (ოჯახი კვიპაროზისებრნი სამშობლო მცირე აზია, ჩრდ. ირანი),
მსხალი(ოჯახი ვარდისებრნი სამშობლო ევროპა, კავკასია და მცირე აზია), ჩვეულებრივი ჭერამი,
 გარგარი( ოჯხი ვარდისებრნი სამშობლო ჩრდილოეთ ჩინეთი, მონღოლეთი, კავკასია),
 კეთილშობილი დაფნა (ოჯახი- დაფნისებრნი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები),
 იუკა (ოჯახი შროშანისებრნი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა) ,
იაპონური ხურმა (ოჯახი ხურმისებრნი სამშობლო აღმოსავლე აზია),
ვარდი ( ოჯახი ვარდისებრნი სამშობლო შუა აზია, კავკასია),
ნამდვილი კამპსისი ანუ ტეკომა( ოჯახი ნონიასებრნი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა).















იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქ. ქუთაისში, საფიჩხიის უბანში (თბილისის ქუჩა  1865 წლის 29 სექტემბერს.  დაწყებითი განათლება მან კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში, 1885 წელს გიმნაზიის დამთავრებისთანავე იგი ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 1889 წელს პირველი ხარისის დიპლომით დაამთავრა. იოსების წინაპრები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან გახლდათ, კერძოდ ოძრხეთიდან(ახლანდელი აბასთუმანი), ისინი მე-18 საუკუნის შუა ხანებში დასახლდნენ ქუთაისში და სხვა კათოლიკეებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულეს ქუთაისის აღორძინებაში.
ქუთაისში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნებულმა იოსებმა, მამაპაპისეულ სახლთან ახლოს შეიძინა საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი, ააგო საცხოვრებელი სახლი და შენობები კერძო საბავშვო ბაღის, დაწყებითი სკოლისა და სტამბისათვის, რომელიც შშემდეგ დასავლეთ საქართველოში საჩვენებელ ობიექტად იქცა, ხელმძღვანელს კი სათანადო ავტორიტეტი შეექმნა.
მოწოდებით პედაგოგმა საკუთარი არსი პედაგოგიურ საქმიანობას დაუკავშირა და მთელი შეგნებული ცხოვრება ახალგაზრდობის სწავლასა და აღზრდას მოახმარა, ვინაიდან ის თვლიდა რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ და მხოლოდ მომავალი თაობის განათლებაში იყო.
1900-იან წლებში მიუხედავად აზნაურთა წრის გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობისა ქართული სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს იოსები, უმაღლესი განათლებით, მაგრამ არა მართმადიდებლური სარწმუნოებით. იოსებ ოცხელმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და მოამზადა საფუძველი რომ სკოლა ქართულად სწავლებაზე გადაეყვანა. ოცხელის უშუალო ხელმძღვანელობით გიმნაზიაში შეიქმნა მასწავლებელთა ჯგუფი რმელმაც ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. იოსებმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოკრიბა პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები. მისი ინიციატივით შეიქმნა გამომცემლობა „შკოლა“ და „განათლება“, იოსებისა და მისი ძმების სიმონ და კონსტანტინე ოცხელების თაოსნობიტ დაარსდა წიგნების დიდი სავაჭრო :წიგნის მაღაზია“, რომელსაც წიგნის გავრცელებასთან ერთად წიგნის გამოცემაც ჰქონდა დაკისრებულ
ი.  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იოსებ ოცხელის ინიციატივით, თომა მთავრიშვილისა და სიმსონ ყიფიანის თანაავტორობით შექმნილი სახელმძღვანელი „გუთანი“. „გუთანი“ ი. გოგებაშვილის „ბუნების კარის“ ანალოგიით იყო შედგენილი, თუმცა მასში საინტერესო სისტემით, გაცილებით მეტი სასწავლო მასალა იყო მოთავსებული. ამის გამო იყო, რომ ი. გოგებაშვილი 1909 წელს წერდა: „ბუნების კარი“ ბოლო წლებამდე მოწყენით გახლდათ, რადგან მარტოობას გრძნობდა, ეხლა კი ამხანაგები გაუჩნდნენ და მოილხინა.“
იოსებ ოცხელი ჰუმანური და ქველმოქმედი კაცი იყო, მან ქართული სკოლის ხელმძღვანლად დანიშვნისთანავე ყურადღება მიაქცია ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას. მის შემადგენლობაში პედაგოგების გარდა იყვნენ ქალაქის მოსახლეობის მოწინავე წარმომადგენლები. რასაკვირველია საზოგადოება ვერ დააკმაყოფილებდა ყველა ხელმოკლე მოზარდის მოთხოვნებს, ამიტომაც გიმნაზიის დირექტორი საკუთარი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს საკუთარი მოსწავლების ჯანმრთელობასა და განათლებაში დებდა. 
ჩვენი მამა - ასე უწოდებდა იოსებ ოცხელს კონსტანტინე გამსახურდია.  იგი იყო მესხი, ახოვანი, ბრგე  ვაჟკაცი, შვილები არ ჰყავდა, მაგრამ მოსწავლეებს უვლიდა ისე როგორც ზოგიერთი მამა არ უვლიდა თავის შვილებს... მუდამ ფხიზლად იდგა თავის სადარაჯოზე, მოსწავლე ავად გახდებოდა თუ არა, ოცხელი თავზე დაადგებოდა... ბრწყინვალე ორატორი, საქართველოს დიდი პატრიოტი, ხშირად ახსენებდა თავის მესხობას. მათემატიკის შესანიშნავი მცოდნე, იგი კარგად ერკვეოდა ბიოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ნუმიზატიკის საკითხებში. მისი ყოველი გამოსვლა გიმნაზიის სააქტო დარბაზში იყო მჭერმეტყველების, პატრიოტიზმისა და კაიკაცობის მანიფესტი.
საქართველოში მეცნიერული ნერვოპათოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პეტრე ქავთარაძე, თავის მოგონებებში წერს, თუ როგორ ინახულა ავადმყოფი, სიცხიანი მე-3 კლასელი, გიმნაზიის დირექტორმა, ექიმი მოუყვანა, წამლებიც უყიდა და გამოჯანმრთელებამდე ყოველ დღე მიდიოდა მასთან, მაშინ აჩუქა თურმე იოსებმა მას ბიძია თომას ქოხი“  წარწერით „იყავ კეთილი და პაიოსანი. ი. ოცხელი“ .  ამ შთამაგონებელ სიტყვებს პეტრე ქავთარაძეზე დაუვიწყარი გავლენა მოუხდენია. ის 70  წლის ასაკში წერდა: „ეს წარწერა ჩემი შეგნებული ცხოვრების გზის მაჩვენებელი გახდა, ხოლო ოცხელის სახე სისუსტის საათებში სიმხნევეს მინერგავდა“.
იპო სორდია, ცნობილი გენეტიკოსის პროფ. ალექსანდრე (სანდრო) სორდიას ძმა (ორივე იოსების მოსწავლეები იყვნენ) წერს: „არ ვიცი ყმაწვილობის დროინდელი შთაბეჭდილებაა თუ რაა, ოცხელისთანა უნარიანი კაცი განათლების დარგში ჩემი მუშაობის თიქმის სამოცი წლის მანძილზე სხვა არ შემხვედრია. სწორი იყო უთუოდ ოცხელზე რომ ამბობდნენ: იოსები მართლაც ოცხელიანი, ოცყურიანი, ოცთვალიანი და ოცაზროვანი კაცი არისო“.
საქართველოს მეცნერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი დიმიტრი უზნაძე სამადლობელ სიტყვაში იოსების შესახებ ამბობს: იოსებ ოცხელს უშუალო მოწაფედ ყოფნა მეტწილად არასდროს არ მხვდობია, სამაგიეროდ, არა ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც მის ბინაზე ცხოვრობდა და უშუალოდ მისი გავლენის ქვეშ იზრდებოდა. მე ხშირად ვეწეოდი ხოლმე ამათ და საშუალებას მაძლევდა იოსებ ოცხელის პედაგოგიური გავლენა მეც განმეცადა. მე მახსოვს არაერთი საუბარი, რომელსაც იოსები გამართავდა ხოლმე ჩემს მეგობრებთან ჩემი თანდასწრებით და მე დღესაც არ შემიძლია ამ საუბრის აუღელვებლად მოგონება. საერთოდ, თვალი რომ გადავავლოთ ჩვენი ეროვნული განვითარების საქმეს რევოლუციის წინა ხანებში, უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი იოსებ ოცხელს ეკუთვნის“.
 










ვალერიან ლევანის ძე მიზანდარი დაიბადა 1911 წლის 12 მარტს ქ. ქუთაისში, საფიჩხიის უბანში და წლების განმავლობაში ცხოვრობდა თბილისის ქ. N19. მამამისი ლევანი ახალგაზრდობის წლებში ხელმძღვანელობდა კადეტთა კორპუსის ორკესტრს.  ლევან მიზანდარის ოჯახში ხშირად თავს იყრიდა ქუთაისის მოწინავე ინტელიგენცია - მუსიკოსები, მწერლები, პოეტები. ასეთმა გარემომ პატარა ვალერიანს თავიდანვე ჩაუნერგა ხელოვნების სიყვარული. ვ.მიზანდარი 1923 წელს შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან არსებულ ოთხწლიან სამხატვრო სტუდიაში რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი პედაგოგი, მხატვარი ივანე ჭეიშვილი. 1928 წელს სტუდენტი გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიისა, რომელიც მაშინ 8 წლის დაარსებული იყო. სწავლობდა ქანდაკების ფაკულტეტზე და მისი ხელმძღვანელები იყვნენ ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლები იაკობ ნიკოლაძე და ნიკოლოზ კანდელაკი.  ღვაწლმოსილი მოქანდაკე ტკბილად იგონებდა თბილისში სტუდენტობის პერიოდს, უსინათლოთა სკოლის ზევით, ფიქალი ქვის ნატეხებით ნაგებ ძველისძველ ღობეებიან თელავის ვიწრო ქუჩას, სადაც იგი უნივერსიტეტის სტუდენტ შალვა გუგავასთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ ისევ ეძებდა სახლს და როდესაც იაკობ ნიკოლაძემ გაიგო ამის შესახებ იგი დაასახლა როდენის ქუჩაზე ი. ნიკოლაძის სახელოსნოში.
ლექციების შემდეგ ვალერიანი ძვირფასი მასწავლებლის სახელოსნოში ათენებდა და აღამებდა. სწავლობდა ქანდაკების საიდუმლოებას და მოწმე იყო დიდი მოქანდაკის შემოქმედებითი შრომისა და ყოველდღიური ცხოვრებისა.  თბილისში სტუდენტთა ქალაქის მშენებლობა დამთავრდა და ვალერიანს შესთავაზეს ერთი ოთახი, მაგრამ იაკობმა იგი არ გაუშვა მისი სახლიდამ და ამგვარად იგი ი. ნიკოლაძის ოჯახის წევრი გახდა.  ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის პერიოდში ყურადღება მიიქცია მისმა ფერწერულმა ნამუშევრებმა „სამხარზე“ და „გეგუთის ციხე“. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „კოლმეურნე“ - პროფესიული ოსტატობის ნიმუში, დამთავრებული მხატვრული ნაწარმოები.
1932წელს ვ.მიზანდარმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა და იაკობ ნიკოლაძის ასისტენტად დატოვეს. დიდი შემოქმედებითი სიხარული განიცადა ახალგაზრდა მოქანდაკემ, როცა 1934 წელს, აკადემიის დამთავრების შემდეგ, პირველ საკავშირო გამოფენაზე მის მიერ შესრულებულმა შრომის გმირის ბაქოელი მემანქანის კოსტა ტანასეიჩუკის ბიუსტმა მოწონება დაიმსახურა. მას მოჰყვა ბარელიეფი „მწველავი ქალი“.
1936 წელს ვალერიან მიზანდარი ქ. ქუთაისში ბრუნდება და აქტიურად ებმება ქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეწევა ინტენსიურ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაეობას.
1957 წელს ვ. მიზანდარის თაოსნობითა დ საქართველოს მხატვართა კავშირის პრეზიდიუმის მხარდაჭერითა და დახმარებით ქუთაისში შეიქმნა მხატვართა კავშირის ორგანიზაცია, რომელსაც იგი 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა.  ვ.მიზანდარის სახელთანაა დაკავშირებული ქუთაისში სამხატვრო ფონდის დაარსება და სურათების გალერიის გახსნა. ვ.მიზანდარი თორმეტი წლის მანძილზე თავის ძირითად პროფესიასთან შეთავსებით ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში მოქანდაკის თანამდებობაზე მუშაობდა. გაკეთებული აქვს 50-ზე მეტი პიესის ტიპაჟი. მხატვრულად გააფორმა ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის რამდენიმე სპექტაკლი.
დღიდან აკადემიის დაარსებისა ვ. მიზანდარი აქტიურად და წარმატებით მონაწილეობდა, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო გამოფენებზე. მისი ნამუშევრები ამშვენებდნენ ჩვენი და მოძმე რესპუბლიკების სხვადასხვა ქალაქებს, ნაწილი დაცულია საქართველოს ხელოვნებისა და სხვა, ქალაქების მუზეუმებში.
ვ. მიზანდარის შემოქმედებითი ნიჭი ძირითადად პორტრეტულ ჟანრში გამოვლინდა, თუმცა მის შემოქმედებაში ვხვდებით ფიგურული და მონუმენტური ქანდაკების საინტერესო ნიმუშებს. მისი  შემოქმედების პირველ პერიოდის ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია „სტუდენტი ვ. ი. ულიანოვი“(1937წ), „კოლხიდელი ქალიშვილი“(1938წ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „დედის პორტრეტი“, „სუვოროვი“. მისი შესრულებული ქანდაკებები გამოირჩევიან ლაკონურობით, ანატომიის ღრმა ცოდნით, დახვეწილი ტექნიკითა და ოსტატობით. 
ვ.მიზანდარის სკულპტურული პორტრეტების მთელი გალერია აქვს შექმნილი, რომლებიც გვხიბლავს ნატურის ცოდნით, შესრულების ორიგინალური მანერით, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების ხასიათების სკულპტურულად გადმოცემით. 
მომხიბლავია მის მიერ შექმილი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვეწეთა პორტრეტები.
ვ.მიზანდარმა თავისი ჩანაწერები მხატვრულად დაამუშავა, პატარა მოთხრობებად ჩამოაქანდაკა და ცალკე წიგნად გამოსცა, რომელსაც „ვერონეზეს ცა“ უწოდა.  ამ წიგნმა გამოჩენისთანავე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება.
1961 წელს მოქანდაკეს მიენიჭა საქართველო დამსახურებული მხატვრის, ხოლო 1980 წელს საქართველოს სახალხო მხატვრი საპატიო წოდება.
1982 წელს მოქანდაკეს 70 წელი შეუსრულდა. იგ ხელდამშვენებული შეხვდა იუბილეს და კვლავაც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა ქართული ხელოვნების განვითარებისათვის. მისი იუბილე დიდი ზეიმით აღინიშნა.
ვ. მიზანდარის შემოქმედება გასცდა დუმილის ფარგლებს გარეთ. იგი 1982 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.























No comments:

Post a Comment