საფიჩხიაზე და არა მარტო აქ, არამედ ქუთაისის ყველა
უბანში საჭიროა პროგრესული განვითარება. საფიჩხიის მომავალი განვითარების კუთხით თემაზე
ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. ჩვენ იგი 4
საფეხურად დავყავით და ამ საფეხურებში
გავაერთიანეთ ძირითადი გეგმა, რაც საჭიროა უბნის მომავალი განვითარებისთვის.
1. ჩვენი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლებაა გზები. საჭიროა გზების შეკეთება, როგორც ცენტრალური, ასევე
ჩიხების გზების. სხვა განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა ძირითადად არ აწუხებს მოსახლეობას და თუ საფიჩხიის
დღევანდელ მდგომარეობას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს პრობლემა მართლაც შემაწუხებელია.
2. ასევე
მნიშვნელოვან ყურადღებას ითხოვს სხვადასხვა შენობა-ნაგებობების განახლება. ქალაქში ჩამოსული ტურისტი როდესაც გადაწყვეტს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, მას შთაბეჭდილება
დადებითი უნდა შეექმნას. ასევე აქ მცხოვრებ ადამიანებსაც.
საფიჩხიის ცენტრალურ ადგილში არის მე-19 საუკუნის
ტაძარი. დამთვალიერებელს ტაძრის ისტორიის
გაცნობის შედეგად შთაბეჭდილება არ უნდა შეუცვალოს ტაძრის მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებული შეუკეთებელი შენობების ნახვამ ,დაზიანებულმა გზებმა, მოუვლელმა
სკვერებმა და დაუსუფთავებელმა ქუჩებმა.
3. დიდ
ყურადღებას ითხოვს დასუფთავებაზე ზრუნვა. მასზე
უნდა იზრუნოს როგორც შესაბამისმა სამსახურმა,ასევე მოსახლეობამ და ამისთვის საჭიროა
შესაბამისი პირობების შექმნა.
4. საფიჩხიაზე
ბევრი გამოჩენილი ადამიანი დაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მაგალითად მოქანდაკე გიორგი ნიკოლაძე. მან დიდი
მემკვიდრეობა დატოვა და საჭიროა ამ მემკვიდრეობის დახარისხება
და სამუზეუმო ჩარჩოში მოქცევა, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ მოქანდაკის შესახებ
და სათანადოდ მიაგოს პატივი მის ნაშრომს,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჩვენი აზრით, არ
უნდა იყოს ურიგო ის ფაქტი, რომ ამ უბანს კიდევ ერთი გამოჩენილი ადამიანის გიორგი ნიკოლაძის
სახლმუზეუმი შეემატოს.
ასევე ქართულ კულტურულ ცხოვრებაში
დიდი წვლილი მიუძღვის დიმიტრი ნაზარიშვილს და მის ოჯახს. საფიჩხიაზე არის მუზეუმი, რომელიც არ არის ძალიან ცნობილი და ძალიან
ცოტა ადამიანმა იცის თუ ვინ იყო დიმიტრი ნაზარიშვილი
და რას საქმიანობდა. მუზეუმის ყველა თანამშრომელი
ცდილობს, რომ ეს ღირსშესანიშნაობა შემოუნახოს მომავალ თაობას, პოპულარიზაცია გაუწიოს
ამ ოჯახს , რომელიც ღირსი იყო, რომ ყველას სცოდნოდა, ინტერნეტით ძალიან მცირე
ინფორმაციას თუ მოვიძიებთ მის შესახებ. დიდად დასაფასებელია და საჭიროა დავიცვათ და
შევისწავლოთ იგი. ყველა საქმეს სჭირდება პოპულარიზაცია,
ჩვენი ვალია ნათელი მოფინოთ მათ ცხოვრებას და საქმიანობას...
ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ
იცოდეს იოსებ ოცხელისა და ვალერიან მიზანდარის შესახებ, რომლებიც აღნიშნულ უბანში ცხოვრობდნენ.
No comments:
Post a Comment