
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთ მშვენიერ კუთხეში იმერეთში მდებარეობს და მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია. მასთან დაკავშირებულია ქართველი ერის ისტორია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასიათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება.
მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში ქუთაისს კიდევ ერთი ახალი დასახლებული უბანი საფიჩხია შეემატა. დღეს იგი ქუთაისის 12 ტერიტორიული ერთეულიდან ერთ-ერთია. ეს არის პატარა, ძველი და ლამაზი უბანი. აქ უფრო მეტია, სიყვარული, სითბო, სიხალისე, ახალგაზრდობა, მეგობრობა, ოჯახი…. ეს უბანი არა მარტო საფიჩხიაზე მცხოვრებ ადამიანებს არამედ ყველა ქუთაისელს უყვარს. ჩემი ქალაქი უფრო მეტს იტევს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საფიჩხიაზე საუბრისას ვერ გავჩერდებით განსაკუთრებით ისინი ვინც ამ უბანში ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, ვიზრდებით და განსაკუთრებულად გვიყვარს.
საფიჩხია და საფიჩხიელები
No comments:
Post a Comment